ყვარელში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. 26 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა ხელის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.
თუ რა გახდა დაპირისპირების მოტივი, უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.