დარწმუნდა თუ არა ევროპული ბიუროკრატია, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტა შეცდომა იყო და როდის აღადგენს დიალოგს თბილისთან, - ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა, "რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკიც წერს, რომ ბრიუსელში პოლიტიკურ დონეზე, არსებობს საქართველოსთან თანამშრომლობის გარკვეული ინტერესი, კერძოდ, დაკავშირებადობის საკითხებზე.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას თქმით, საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებები აქვს აღებული, რომლის შესრულებას ითხოვს ევროკავშირი.
"ვალდებულებები აქვს საქართველოს სახელმწიფოს აღებული, ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს, ამას ითხოვს მათ შორის ევროკავშირი და ამ ვალდებულებებს არა თუ არ ასრულებს, ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი შიგნიდან ჩაკეტა", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.