09 მაისი 2021,   10:41
ვრცლად
იძალადა თუ არა დავით კოდუამ მეუღლესა და შვილზე - ნათია გედევანიშვილი ქმრისთვის მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერას მოითხოვს

იძალადა თუ არა ბიზნესმენმა დავით კოდუამ მეუღლესა და შვილზე - თავად კოდუა და მისი ოჯახი ფაქტს უარყოფენ.

ორივე მხარე ირწმუნება, რომ კონფლიქტის დროს მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. კოდუას მეუღლე ქმრისთვის მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერას მოითხოვს.

თუმცა, მოსამართლე დღეს ვერც ბრალდებულმა და ვერც მისმა ადვოკატებმა ვერ დაარწმუნეს, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბიზნესმენების უფლებადამცველები 48 საათის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ და მოსამართლე რომან ხორავას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

დავით კოდუასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლო პროცესზე დღეს პროკურატურა იყო წარმოდგენილი.

დღის ამბები