16 ოქტომბერი 2026,   14:45
ვრცლად
ეს იყო საინტერესო დისკუსია. განვიხილეთ როგორ დაეხმარა რეფორმები და სწორი პოლიტიკა საქართველოს გამოწვევებთან გამკლავებაში და ეკონომიკური ზრდის მაღალი დონის შენარჩუნებაში - სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში. მთავარი საკითხები ძლიერი, თანმიმდევრული შოკების ფონზე ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის მართვა და ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება იყო.

ამ კონტექსტში, სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს ბოლო წლების პროგრესს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დისკუსიაში მონაწილეობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორმა მიიწვია. 

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური აღნიშნავს, სესიაზე ისაუბრებს იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია.

"ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ქალბატონ თურნავასთან ერთად, გასულ სესიაზე გვესაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია სხვადასხვა შოკებთან გამკლავების, ეკონომიკის სტაბილიზაციის, ბუფერების გაზრდისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების კუთხით, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც რეგიონი დგას. ეს იყო ძალიან საინტერესო სესია და დისკუსია, სადაც განვიხილეთ, თუ როგორ დაეხმარა რეფორმები და სწორი პოლიტიკა საქართველოს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში, ისევე როგორც ეკონომიკური ზრდის მაღალი დონის შენარჩუნებაში", - აცხადებს  ჯიჰად აზური. 

დღის ამბები