23 ივნისი 2021,   00:35
ვრცლად
სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა - ამის შესახებ სასამართლო დარბაზში მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ნიკა მელია მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. 

შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს არის ჩანიშნული.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო. საფუძვლად ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა დასახელდა.

"ნაცმოძრაობის" ლიდერი პარტიის ოფისში 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ აიყვანეს.

დღის ამბები