13 ოქტომბერი 2026,   20:06
ვრცლად
ამ რესურსის მოძიება და შესაძლებლობა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური პროგრესის დამსახურებაა - დავით მათიკაშვილი პენსიების ზრდაზე

პენსიის ზრდა და დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილება - 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია პირველი იანვრიდან 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება - განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების 128 მილიონი ლარით გაზრდას გამოიწვევს.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამაც ამოქმედდება. პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება.

ვიდრე პროგრამის ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერება, უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო 58 მილიონ ლარს დახარჯავს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივები სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური პროგრესის დამსახურებაა.

"არა 20, არამედ ორმოცდახუთი ლარით გაიზრდება 70 წელს მიუღწეველ პენსიონერთა პენსია, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რესურსის მოძიება და შესაძლებლობა მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და იმ ეკონომიკური პროგრესის დამსახურებაა, რასაც ჩვენი ქვეყანა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მმართველობის პირობებში განიცდის.

რაც შეეხება დევნილთა განსახლების პროგრამას, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის დევნილები, ვისაც არ მიუღიათ ბინა, თუმცა გადაწყვეტენ, რომ თანხობრივად მიიღონ სახელმწიფოსგან ანაზღაურება, მათთვის თითოეული ოჯახის წევრისთვის განკუთვნილი იქნება 10 000 ლარი. შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების მობილიზება უკვე ხდება ამ წარმოდგენილი ბიუჯეტით", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები