23 ოქტომბერი 2026,   15:00
ვრცლად
კარგი იქნება სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მატერიალური აქტივი თუ კერძო სექტორს გადაეცემა - სოსო ფხაკაძე

ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუკი სახელმწიფო ჩამოშორდება ინვესტორის როლს და მას  ბიზნესსექტორს დაუთმობს, ამას სექტორის განვითარება და დასაქმებულების რაოდენობის ზრდა მოჰყვება. 

"პრივატიზაციის შემთხვევაში, მოხდება კერძო ბიზნესის ხელში და უფრო ეფექტურად, უფრო მეტი იქნება დასაქმება და შესაბამისად, საშუალო ვადაში ეფექტის მომტანი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, უმთავრესი არის ის სირთულე, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ექნება პოტენციაში მეორე კვარტალში, სწორად იყოს გადალახული და პროგნოზი არსებობს, რომ უკვე წლის მეორე ნახევარში, ალბათ სექტემბერი-ოქტომბრიდან, უკვე დადებითი ტენდენციები უნდა იყოს ეკონომიკაში,“ - ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ბევრი ქვეყნის მაგალითზე დადასტურდა, რომ სახელწიფო არ არის კარგი ინვესტორი. 

"საკმაოდ სოლიდური თანხა შევა სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც კარგია. მეორე, ნებისმიერი აქტივი, რომელიც დღეს იყო გამოტანილი, არ არის ჩაშვებული ეკონომიკურ ბრუნვაში და კარგია, ეს ბიზნესის განვითარებას და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითზე, ძალიან ბევრჯერ დადასტურდა, რომ სახელმწიფო არ არის კარგი ინვესტორი, ამიტომ, თუ რამე გააჩნია სახელმწიფოს ბალანსზე, საწარმოები იქნება ეს თუ ნებისმიერი მატერიალური აქტივი, კარგი იქნება, თუ ამ აქტივების გადაცემა მოხდება კერძო სექტორზე,“ - ამბობს სოსო ფხაკაძე. 

 

დღის ამბები