კერძო ბიზნესმა უნდა შეასრულოს ეკონომიკის აღდგენის ლოკომოტივის ფუნქცია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრი ამბობს, რომ პირველად, მრავალი წლის შემდეგ, 50-მდე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი გამოდის აუქციონზე.
"კერძო ბიზნესმა უნდა შეასრულოს ეკონომიკის აღდგენის ლოკომოტივის ფუნქცია, ხოლო ჩვენ მაქსიმალურად არც ერთი ქონება არ უნდა დავტოვოთ უმოქმედოდ. შესაბამისად, უპრეცედენტო მასშტაბის 400 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების პაკეტი იქნა შეთავაზებული. პირველად, მრავალი წლის შემდეგ, 50-მდე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი გამოდის აუქციონზე, ასევე დავიწყეთ დღეს სახელმწიფო საწარმოების და საქართველოს ხელთ არსებული წილების პრივატიზების პროცესი. რა თქმა უნდა, არასტრატეგიული საწარმოები გვაქვს მხედველობაში,“ - აცხადებს ნათია თურნავა.