13 ოქტომბერი 2026,   15:47
ვრცლად
ქარბუქი, ნისლი, წვიმა და მეწყერი - 25 მარტის ამინდის პროგნოზი

26 მარტამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან კი ძლიერი ქარია მოსალოდნელი. მეტეოროლოგები ნისლსა და ქარბუქსაც პროგნოზირებენ.

ხვალ საქართველოში ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, ზღვაზე კი შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა ისევ შენარჩუნდეს.

ძლიერი ნალექის გამო საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება ხვალაც შენარჩუნდეს, შედეგად კი დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

დღის ამბები