16 ივნისი 2026,   11:29
ვრცლად
ფოთში მომხდარი სასტიკი მკვლელობა -  ვაჟა ტყებუჩავას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

ფოთში, გასული წლის 2 ივლისს მოკლული ვაჟა ტყებუჩავას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

ვაჟა ტყებუჩავას დედის თქმით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა პირი, რომელიც მკვლელობასთან კავშირშია და ვის გამოც იქნა მოკლული მისი შვილი. ტყებუჩავას ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცის სადისტურად მოკვლის ფაქტს ქურდულ გარჩევას უკავშირებს.

7 ეჭვმიტანილიდან მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული იყო 5 პირი. მათგან 2 ამ დრომდე ძებნაშია და მათ დაუსწრებლად შეეფარდათ სასჯელი. მოკლულის ოჯახის წევრები უახლოეს მომავალში მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

გასული წლის ზაფხულში დაჭრილი და ხელკეტებით ნაცემი ვაჟა ტყებუჩავა ფოთის ნაგავსაყრელთან მომაკვდავი იპოვეს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ვაჟა ტყებუჩავა მალევე გარდაიცვალა.

დღის ამბები