16 ოქტომბერი 2026,   13:02
ვრცლად
ე.წ. ნაცაქტივისტები არ არიან ხელისუფლების ოპოზიცია, ეს ხალხი არის ქვეყნის ოპოზიცია და გვარამიას განცხადება მორიგ ჯერზე არის მორიგი მტკიცებულება - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც პაველ ჰერჩინსკის ცეკვით უკმაყოფილოა და ევროკავშირის ელჩს საყვედურობს.

მაჭარაშვილის შეფასებით, როდესაც დიპლომატი შიდაპოლიტიკურ პროცესებში არასამართლიანად ერევა, ბოლოს მას საკუთარი მხარდამჭერებიც კი უპირისპირდებიან.

"ერთი ცეკვის იმედი ჰქონდა ჰერჩინსკის და ისიც დაუწუნეს თავისივე აქაურმა მხარდამჭერებმა. ეს იმის ბრალია სწორედ, როდესაც დიპლომატი პოლიტიკურ პროცესებში და, მათ შორის, არასამართლიანად გადახვალ პოლიტიკურ პროცესებში და ჩაერევი არასწორად პოლიტიკურ პროცესებში, ასეთი ბედი გეწევა. შენიანებიც კი გაგლანძღავენ, სწყინთ და ბრაზდებიან, როცა არ დასანქცირდება საქართველო, არ ჩამოიქცევა საქართველოს ეკონომიკა, მშვიდობა რომ არის საქართველოში. ეს სწყინთ და ეუბნებიან პირდაპირ, რომ დაასანქცირეთ საქართველო, მეტს არ გეტყვით, რამდენიმე თვის წინ ეუბნებოდნენ შეერთებულ შტატებს დაბომბე საქართველო, ირანის მხარეს არისო. მერე ირანს ეუბნებოდნენ, დაბომბეთ საქართველო, ამერიკის მხარეს არისო.

რა გასაკვირია ახლა, როცა გადადეს საქართველოს საკითხი იანვრამდე ევროკავშირში, "ტუფლებიდან" ამოვარდა გვარამია, როგორ გავბედეთ და როგორ გადადეთ დასანქცირება საქართველოსიო. ამიტომაც ვამბობთ ყოველთვის, რომ ეს ე.წ. ნაცაქტივისტები არ არის ხელისუფლების ოპოზიცია. ეს ხალხი არის ქვეყნის ოპოზიცია და გვარამიას ეს განცხადება მორიგ ჯერზე არის მორიგი მტკიცებულება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ჰერჩინსკის ცეკვით უკმაყოფილო ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს საყვედურობს. "ახალის" ლიდერი პირდაპირ ეთერში ღიად ამბობს, რომ ცეკვის ნაცვლად, ელჩს სანქციებისთვის უნდა მიეხედა და უფრო სწრაფად ემოქმედა.

მმართველი გუნდისთვის გვარამიას განცხადება ოპოზიციის რეალური მიზნების კიდევ ერთი დასტურია. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ოპონენტებს უცხოელ აქტორებთან ერთად, საქართველოს დასუსტება და ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ.

დღის ამბები