16 ოქტომბერი 2026,   21:26
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძე რომში საპარლამენტო კონფერენციაზე: მსოფლიოში მოიმატა კონფლიქტებმა, ომებმა, აგრესიამ და ეს არის უკვე საყოველთაო შეშფოთების საგანი, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა დღეს სწორედ ამ საკითხს შეეხება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რომში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მონაწილეობს.

დღეს შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს და პარლამენტის წევრებს მიმართავს. პირველი კანონმდებელი სიტყვით უკვე გამოვიდა საპარლამენტო კონფერენციაზე და განაცხადა, რომ არც ერთი საერთაშორისო რეზოლუცია არ უნდა არღვევდეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აღნიშნავს, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საერთაშორისო სამართალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

"საქართველო ვიყავით ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი მსოფლიოში, როდესაც საერთაშორისო წესრიგი დაირღვა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა. დღესაც, საქართველო არის სწორედ ოკუპაციის მსხვერპლი, ამიტომ, ჩვენთვის საერთაშორისო სამართალს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და შესაბამისად, ნებისმიერი პატარა ქვეყნისთვის მსოფლიოში მისი უსაფრთხოების გარანტია და მისი ტერიტორიული მთლიანობის გარანტია არის სწორედ საერთაშორისო სამართალი.

სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როცა საერთაშორისო სამართალს არავინ არ დაგიდევთ და აქედან გამომდინარე, თუ ეს ადრე მარტო საქართველოს ეხებოდა, ახლა ყველა ქვეყანა, დიდი თუ პატარა, ყველა შეწუხებულია ამით, იმიტომ, რომ მსოფლიოში მოიმატა კონფლიქტებმა, ომებმა, აგრესიამ და ეს, რა თქმა უნდა, არის უკვე საყოველთაო შეშფოთების საგანი, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა დღეს სწორედ ამ საკითხს შეეხება", - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები