მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა.
პროექტის ფინალისტებმა საკუთარი იდეები ინვესტორებს წარუდგინეს. დასახელდა ის ორი გამარჯვებული, რომლებიც Silicon Valley-ში მონაწილეობისთვის სან-ფრანცისკოში გაემგზავრებიან.
ღონისძიებაზე ის 10 კომპანია იყო წარმოდგენილი, რომელიც 140-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეირჩა და აქსელერაციის 3 რთული ეტაპი წარმატებით გაიარა.
"500-სტარტაპერი" საქართველოში სააქსელერაციო პროგრამას საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინიციატივით ატარებს.