23 აპრილი 2021,   21:33
ვრცლად
The Guardian, Calvertjournal, Afisha London - მსოფლიოს მნიშვნელოვანი გამოცემები საქართველოზე წერენ

საერთაშორისო მედია ქართულ ლიტერატურულ ფესტივალს ეხმიანება. არაერთმა ცნობილმა გამოცემამ სტატია, ფოტორეპორტაჟი თუ ბლოგი მიუძღვნა იმ აღმოჩენებს, რომელიც მათ ამ ფესტივალის საშუალებით გააკეთეს.

ლიტერატურული ონლაინფესტივალი ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის მწერალთა სახლის, ბრიტანული ბიბლიოთეკის და ამერიკული ლიტერატურული პლატფორმის - "სიტყვები საზღვრებს გარეშე" ხელშეწყობით მომზადდა.

ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტისა და ლიტერატურის კრიტიკოსი მაი ჯაგის ჩართულობით საფესტივალო თემა და პროგრამა 1921 წლის თებერვლის რუსული ოკუპაციიდან ერთი საუკუნის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლისთავის გარშემო გაერთიანდა.

პროექტის 24 მონაწილე მაყურებელს ამ პერიოდის საქართველოს შესახებ, ომის, რეპრესიებისა და იმ დროინდელი ყოფის შესახებ უამბობდნენ.

დღის ამბები