15 აპრილი 2021,   05:53
ვრცლად
ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დაიწყო

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

საქმეს მოსამართლე ნატრული აკობია იხილავს. ესებუას ადვოკატის სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, დღეს სასამართლომ ბრალდებულსა და დაცვის მხარეების შესავალი სიტყვები მოისმინა, რაც შეეხება მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს, რომელიც შემდეგ სხდომაზე უნდა გაიმართოს, პროცესი, ჯერჯერობით, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

დღესვე, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის ძმის, ბიძინა ესებუას საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც ასევე შესავალ სიტყვებს მოუსმინეს. შემდეგი პროცესი კი 24 მარტს ჩაინიშნა.

ბიძინა ესებუას უფლებადამცველის თქმით, მათი პოზიციაა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ის მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ამ დრომდე სამართალდამცავები მისი ძმის ადგილსამყოფელს ვერ პოულობენ. ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვასა და ტარებას ედავება.

დღის ამბები