16 ივნისი 2026,   15:48
ვრცლად
მკვლელობა ოზურგეთში - 55 წლის მამაკაცი საკუთარ სახლთან გარდაცვლილი ნახეს

მკვლელობა მოხდა ოზურგეთში - სოფელ ნატანებში 55 წლის მამაკაცი გარდაცვლილი საკუთარ სახლთან ნახეს. გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

მეზობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობდა და ის შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, ოზურგეთში კი ძმასთან საკმაოდ ხშირად ჩადიოდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები