16 იანვარი 2021,   12:59
ვრცლად
წინასაარჩევნო პერიოდს სტანდარტების დაცვით "რუსთავი 2", საზოგადოებრივი მაუწყებელი და აჭარის ტელევიზია აშუქებდა - კომუნიკაციების კომისია

"რუსთავი 2" წინასაარჩევნო პერიოდს სტანდარტების დაცვით აშუქებდა - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "რუსთავი 2-ის" ეთერში, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში პარტიებს საშუალება ჰქონდათ წარედგინათ წინასაარჩევნო პროგრამები, წამყვანები კი რელევანტურ შეკითხვებს სვამდნენ, რაც მაყურებელს მრავალმხრივი ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევდა.

"კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მაუწყებლების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზს მოიცავს. მონიტორინგი 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელზე, საუკეთესო დროს, 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში განხორციელდა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ზე" ბალანსი და სტანდარტი დაცული იყო.

"რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვებაში საარჩევნო სუბიექტების აქტივობები მეტწილად ნეიტრალურად, ეთიკური სტანდარტებისა და ბალანსის დაცვით შუქდებოდა. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში პარტიებს საშუალება ჰქონდათ წარედგინათ წინასაარჩევნო პროგრამები, წამყვანები სვამდნენ რელევანტურ შეკითხვებს, რაც მაყურებელს შესაძლებლობას აძლევდა მიეღოთ მრავალმხრივი ინფორმაცია როგორც წინასაარჩევნო პროგრამებზე, ასევე მათი განხორციელების გზებსა და რესურსებზე.

წამყვანები თითქმის ყოველთვის ემიჯნებოდნენ სტუმრების დისკრიმინაციულ განცხადებებს და კრიტიკულობას ინარჩუნებდნენ როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის მიმართ.

ახალ ამბებში დრო დაეთმო:

"ქართული ოცნება" - 31.1% (პოზიტიური - 31%, ნეგატიური - 12%),

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" – 15.8% (პოზიტიური - 17%, ნეგატიური - 17%),

საქართველოს მთავრობა - 13.2% (პოზიტიური - 15%, ნეგატიური - 5%),

ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები," - აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები