16 იანვარი 2021,   18:31
ვრცლად
ინტენსიური ტესტირება ვაქცინის მოლოდინში - დღეში 20 000 ტესტით საქართველო ინფიცირებულების სწრაფ გამოვლენას იწყებს

საქართველო კოვიდვაქცინის მოლოდინშია. სანამ პირველი ვაქცინა შემოვა, ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური სამზადისი დაიწყება - უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფიც.

საქართველო გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკისა და სხვა წამყვანი ქვეყნების მსგავსად, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას, პირველ ეტაპზე, მინიმუმ, რისკჯგუფებისთვის მიიღებს.

საკოორდინაციო საბჭომ ინტენსიური ტესტირების პროგრამის დაწყების გადაწყვეტილებაც მიიღო. სახელმწიფო დღეიდან პირველ თებერვლამდე ყოველდღიურად 20 000 ტესტს გააკეთებს. ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტით ისარგებლებენ კერძო კლინიკები და ლაბორატორიებიც. მოქალაქეს პასუხი ტესტირებიდან 20 წუთში ეცოდინება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიცვალა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საზღვრის გადმოკვეთის წესები. თუ მოქალაქე საქართველოში შემოსვლის დროს წარადგენს კოვიდუარყოფით პასუხს, რომელიც ბოლო 24 საათშია ჩატარებული, ის თვითიზოლაციაში 8 დღის განმავლობაში გაჩერდება, წინააღმდეგ შემთხვევაში - 12. თუ მას თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს, საქმეში ერთვება სახელმწიფო, რომელიც საკარანტინო​ სივრცით უზრუნველყოფს.

დღის ამბები