15 იანვარი 2021,   22:46
ვრცლად
ფინანსთა მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ტესტირების შედეგად საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს "კოვიდ-19" დაუდასტურდა. ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

ტესტირების შედეგად, "კოვიდ-19" დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები