18 იანვარი 2021,   08:22
ვრცლად
"არ ვაპირებთ გაჩერებას" - აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია 24 საათიან რეჟიმში გრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. ოპოზიციამ გარე მოვაჭრეებსა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს მოუწოდა, მთავრობის სახლთან დახლები განათავსონ და საკუთარი პროდუქცია დემონსტრაციულად გაყიდონ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ამ ფორმით შეეცდებიან ხელისუფლებისგან შემოსავლის გარეშე დატოვებული მოსახლეობის მხარდაჭერას და პასუხისმგებლობისთვისაც მზად არიან.

"24-საათიან რეჟიმზე ჩვენ დიდი ხანია გადასულები ვართ უკვე. არ ვაპირებთ გაჩერებას. შეიქმნა უკვე თავისუფლების კვარტალი, სადაც ვაპირებთ გარე ვაჭრობების მოწყობას, კაფე ბარების გახსნას და არ ვაპირებთ გაჩერებას. ბიძინა ივანიშვილს ჩვენ ძალიან მალე გავუშვებთ სახლში," - განაცხადა მოძრაობა "იმოქმედეს" წევრმა ბაჩი მექვაბიშვილმა

დღის ამბები