18 იანვარი 2021,   08:01
ვრცლად
ბათუმში ერთ-ერთ ფიტნესკლუბში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა

გვიან ღამემდე გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები ბათუმში არსებულ ერთ-ერთ ფიტნესკლუბში, რომლის მფლობელიც დაკავებული იყო. გიორგი ფუტკარაძე პოლიციამ დღის ბოლოს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფიტნესკლუბი დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილა და მუშაობას მაინც აგრძელებდა, რის გამო ის ორი დღის წინ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა დაწესებულება გუშინაც მუშაობდა.

"გაყვანილი იქნა ერთი პიროვნება, რომელიც პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გადავიყვანეთ პოლიციის დანაყოფში. მეპატრონე ბატონი გიორგი დაკავებული არ არის, იღებს მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში და როდესაც დასრულდება საგამოძიებო კონკრეტული მოქმედება, თვითონაც გააკეთებს განცხადებას. დაწყებული იქნა გამოძიება სსკ-ის 248-ე პრიმა მუხლით," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა. 

დღის ამბები