18 იანვარი 2021,   07:44
ვრცლად
ამირან გამყრელიძემ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან ონლაინკონფერენცია გამართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან ონლაინკონფერენცია გამართა. შეხვედრას უძღვებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

შეხვედრაზე ამირან გამყრელიძემ დიპლომატიურ კორსპუსს გააცნო COVID-19-თან დაკავშირებული ეპიდემოლოგიური მდგომარეობა საქართველოში, ისაუბრა გატარებული და დაგეგმილი ზომების შესახებ. შეხვედრის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის, ავსტრიის, ნიდერლანდების, საბერძნეთის ელჩებმა და ეროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელმა.

დღის ამბები