18 იანვარი 2021,   08:09
ვრცლად
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მისმა უფლებადამცველმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ადვოკატი გიორგი ჭაჭუა ვარაუდობს, რომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიება შეეცვლება და მას 1 000-ს ლარიან გირაოს შეუფარდებენ. საქმესთან დაკავშირებული დეტალების განსახილველად ადვოკატი გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში შეიჭრა და 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა. მოთხოვნები სოციალური ხასიათის იყო - აიკრძალოს სათამაშო ბიზნესი, დაიწიოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და გაიაფდეს მედიკამენტები.

"თხოვნით მივმართავ გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, რომ შეგვხვდეს, გვინდა გასაუბრება ლევანის საკითხთან დაკავშირებით. გავასაჩივრეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. ველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ვვარაუდობთ, რომ შეუცვლის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობას და შეუფარდებს გირაოს 1 000-ს ლარს," - განაცხადა ლევან ზურაბაშვილის ადვოკატმა გიორგი ჭაჭუამ.

დღის ამბები