16 იანვარი 2021,   19:08
ვრცლად
ჩვენი გათვლებით, დღეში ინფიცირების 2- 3-ჯერ მეტი, 10 000-მდე ახალი შემთხვევაა - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის დღიური რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე 2-3-ჯერ მეტია,-ამის შესახებ პაატა იმნაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"ჩვენი გათვლებით, ახლა 10 ათასამდე მაინც არის დღეში ახალი ავადმყოფი საქართველოს მასშტაბით. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა, უბრალოდ, ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები, ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან რომ გაიტესტონ, ან სისტემაში მოხვდნენ," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები