02 დეკემბერი 2020,   17:18
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 151 ადამიანს დაუდასტურდა - მათგან 87 შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 151 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 87 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები გამოვლინდა ფოთში, ხობში, წალენჯიხაში, სენაკსა და ჩხოროწყუში, დანარჩენი კი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება. მათი ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილი კი ახალი შემთხვევაა და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 127 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 47
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 146 ადამიანი.

დღის ამბები