24 ნოემბერი 2020,   22:34
ვრცლად
მედპერსონალის შესავსებად მთავრობამ სამედიცინო უნივერსიტეტების ბოლო კურსის სტუდენტების გადამზადება დაიწყო

ჯანდაცვის სექტორმა სამედიცინო უნივერსიტეტების ბოლო კურსის სტუდენტების გადამზადება დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

ამავე დროს ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ უდიდესი გამოწვევის წინაშე მყოფ ჯანდაცვის სისტემას ის სერტიფიცირებული ექიმებიც დაეხმარებიან, რომლებიც ამ ეტაპზე არ არიან დასაქმებული. საუბარია 28 ათასამდე მედიკოსზე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდით უკვე 1 700-მდე სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული, რაც საერთო რაოდენობის 5 პროცენტზე მეტია.

"არის ქვეყანაში დაახლოებით 27-28 ათასამდე სერტიფიცირებული ექიმი, ანუ ექიმები, რომლებიც 7-8 ათასი, რომელთაც აქვთ სამედიცინო განათლება და არ არიან დღეს დასაქმებული. შესაძლებელია და არის საუბარი, რომ ისინი მიეხმარონ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და სასურველია მოხდეს მათი გადამზადება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები