26 ნოემბერი 2020,   00:50
ვრცლად
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია - რეკორდულად იზრდება შემთხვევები რეგიონებშიც

1928 ინფიცირებული და 8 დაღუპული. ასეთია დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა. დედაქალაქშია 788 შემთხვევა, თბილისის პარალელურად სტატისტიკა ფაქტობრივად ყოველდღიურად იზრდება რეგიონებშიც.

ვირუსის გავრცელების მაჩვენებლებთან ერთად ინფორმაცია განახლდა მათ შესახებაც ვინც COVID-19 დაძლია. 604 პირს პაციენტის სტატუსი უკვე აღარ აქვს. ბოლო 24 საათში 8 პაციენტი, მათგან 3 თბილისში და 3 აჭარაში გარდაიცვალა. 

ქუთაისში კოვიდინფიცირებულებს შორის აღმოჩნდა #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თელავში ერთ-ერთი პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირების გამო დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის მე-7 საჯარო სკოლა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მთავარი რეკომენდაციები დისტანციის დაცვა და პირბადის ტარებაა. ამასთან უწყება მოქალაქეებს ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ აფრთხილებს.

დღის ამბები