26 ნოემბერი 2020,   00:54
ვრცლად
ქურდობა ხელვაჩაურში - "კურიერმა" პირის დაკავების კადრები გადაიღო

"კურიერმა" ხელვაჩაურში პირის დაკავების კადრები გადაიღო - ჩვენი ინფორმაციით, პოლიციამ, სავარაუდოდ, აიყვანა მამაკაცი, რომელიც ხელვაჩაურში ერთ-ერთ ოჯახში ქურდობის მიზნით შეიჭრა. წაღებულია ოქრო და სეიფის გასაღები.

ოჯახი აცხადებს, რომ მძარცველმა სახლში დილის 5 საათზე, ფანჯრიდან შეაღწია. ინციდენტის დროს სახლის მეპატრონემ მას წინააღმდეგობა გაუწია. მძარცველმა მამაკაცს თავის არეში დაზიანება მიაყენა.

გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები