04 დეკემბერი 2020,   01:02
ვრცლად
სერგო რატიანმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საჩხერეში, ჭიათურისა და ხარაგაულის გაერთიანებულ ოლქში სერგო რატიანმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

რატიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებს ჭიათურაში შეხვდა. ოპოზიციონერმა კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა წარადგინდა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელსაც, გამარჯვების შემთხვევაში, მხარდამჭერებს ჰპირდება.

"ჭიათურა ირჩევს ცვლილებებს"- აცხადებს სერგო რატიანი, რომლის თქმითაც, მისი გამარჯვების შემთხვევაში, მარგანეცის მოპოვებით მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი ჭიათურას მოხმარდება.

დღის ამბები