24 ნოემბერი 2020,   22:30
ვრცლად
ანა დოლიძე გამოკითხვაზე იმყოფება

ამ წუთებში, დუდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე გამოკითხვაზე თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფება. ანა დოლიძის თქმით, მისი დაბარება საარჩევნო კამპანიის დროს თვალთვალს და დევნას უკავშირდება. ფაქტთან დაკავშირებით მან შს მინისტრს 15 ოქტომბერს მიმართა და დაზარალებულად ცნობა მოითხოვა.

"დამიბარა გამომძიებელმა და მე მასთან მომაქვს კონკრეტული, ახალი ფაქტები. მანქანა, პირი იდენტიფიცირებული, მანქანის ნომერი, კონკრეტული ფოტოებიც იმ ხალხისა, რომლებიც თრგუნავენ ჩემს კამპანიას და ჩემს მხარდამჭერებს,"- განაცხადა ანა დოლიძემ.  

დღის ამბები