04 დეკემბერი 2020,   00:59
ვრცლად
ხვალიდან თბილისსა და ქუთაისში შესაძლოა ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე გადავიდეთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცხელების ცენტრებში მოქალაქეების სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა ანტიგენზე დამყარებული ტესტებით მოხდება.

"ჩვენ უკვე დავიწყეთ ქვეყანაში სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაციის მონიტორინგი. ჯერ მხოლოდ არის რინო და ადენო ვირუსები, ასევე არის კორონავირუსი, თუმცა არ ცირკულირებს გრიპის ვირუსი. როდესაც ცხელებით მიდის პაციენტი კლინიკაში, სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა რომ გვქონდეს, დღეს განვიხილეთ თემა და ხვალიდან, იქ, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობა გვაქვს ინფიცირების - ქუთაისსა და თბილისში, ცხელების ცენტრებსა და პირველად პოლიკლინიკებში შეიძლება გადავიდეთ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე.

ჩვენ გვაქვს კორეული წარმოების ანტიგენზე დამყარებული ტესტი და PCR-ს შევაშველებთ. ცხელების ცენტრში მოხდება სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა. ანტიგენის ტესტი უკვე, თითქმის მიუახლოვდა PCR სარწმუნოებას და უმრავლეს შემთხვევაში მას გამოვიყენებთ. დადგინდება ჯგუფები, ვის გაუკეთდება PCR და ვის ანტიგენის ტესტი," – განაცხადა გამყრელიძემ.

 

  

დღის ამბები