31 ოქტომბერი 2020,   06:04
ვრცლად
კაცს, რომელსაც პედოფილიისთვის 13 წლით პატიმრობა შეეფარდა, პოლიცია ეძებს

პოლიცია ეძებს მამაკაცს, რომელსაც ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. სააპელაციო სასამართლომ დღეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა და მსჯავრდებულს პატიმრობა მიუსაჯა. სამართალდამცველები პირს კახეთში ეძებენ.

შემთხვევა ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გაზაფხულზე მამაკაცი დააკავეს, თუმცა ის გურჯაანის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა. ოჯახმა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოში იჩივლა, რომელმაც განაჩენი დღეს შეცვალა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მამაკაცს 13 -წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა

მსჯავრდებულის ოჯახში აცხადებენ, რომ მამაკაცი უდანაშაულოა, ამჟამად კი, ის სამუშაოდ არის წასული:

"სამუშაოდ წავიდა, დღეს იყო პოლიცია, მკითხეს სად არის თქვენი ქმარიო, ვუთხარი რომ არ იყო სახლში, ვიცოდი რომ დღეს სასამართლო იყო და ვიცი, რომ ის ამის გამკეთებელი არ იყო. მეც მყავს პატარა ბავშვები. ჩემი ქმარი უდანაშაულოა. რომ ვიცოდე ამის გამკეთებელია ეგეთი ადამიანი გვერდში ჩვენც არ გვჭირდება," - აცხადებს მსჯავრდებულის მეუღლე.

დაზარალებულის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც წინა სასამართლოს განაჩენი შეცვალა და მსჯავრდებულს პატიმრობა მიუსაჯა.

 

დღის ამბები