28 ოქტომბერი 2020,   10:48
ვრცლად
"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ნახიდურის ინციდენტში ერთმანეთს ადანაშაულებს - ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება "ქართული ოცნების" ერთი აქტივისტი

ნახიდურში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება "ქართული ოცნების" ერთი აქტივისტი. ექიმის განმარტებით, მას დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, თუმცა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სხვა აქტივისტებმა სტაციონარი დღეს დატოვეს.

ინცინდენტის მონაწილე "ქართული ოცნების" წევრი "კურიერთან" იხსენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები სოფელში აგიტაციისთვის მისულ "ოცნების" წარმომადგენლებს პლაკატების გაკვრაში ხელს უშლიდნენ.

გარკვეული დროის შემდეგ კი ჩაიხანაში შესულ "ოცნების" აქტივისტებს, თავს 30-კაციანი, ხელკეტებით შეიარაღებული დაჯგუფება დაესხა და სასტიკად გაუსწორდა. მმართველი გუნდის მხარდამჭერები ძალადობის ორგანიზებაში "ნაციონალური" მოძრაობის კორდინატორ არიფ იუსუფოვს ადანაშაულებენ.

ფიზიკური დაპირისპირების განსხვავებული ვერსია აქვს თავად იუსუფოვს. ოპოზიციური პარტიის აქტივისტი ამტკიცებს, რომ "ოცნების" პარტაქტივი ნახიდურის ჩაიხანაში, სადაც ის იმყოფებოდა, დემონსტრაციულად მასთან დასაპირისპირებლად შევიდა. არიფ იუსუფოვის თქმით, "ოცნების" მხარდამჭერებმა ჯერ მას სცემეს, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენეს და საავადმყოფოშიც ამის გამო აღმოჩნდნენ.

ნახიდურის ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები