გუშინ დადიანის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმე გახსნილია. პოლიციამ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. რაც შეეხება მის თანმხლებს - მანაც ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ინციდენტში მონაწილე პირებს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.