29 ოქტომბერი 2020,   21:44
ვრცლად
საკლუბო ფეხბურთი ფაქტიურად გვაქვს ჩავარდნილი, ფული უნდა ჩავდოთ საფეხბურთო განათლებაში - სანდრო ცნობილაძე

რა პრობლემებია დღეს ქართულ ფეხბურთში და რატომ ველოდებით ყოველთვის მესიას - სპორტული ჟურნალისტი სანდრო ცნობილაძე "დღის კურიერში" გამოწვევებზე საუბრობს.

"ეს არის ძალიან ფართო თემა. მე პირადად არანაირ მესიას არ ველოდები, მე ველოდები იმას, რომ ერთ მშვენიერ დღეს დღის წესრიგში დადგება, რომ ამ დარგში ჩვენ გვეყოლება პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც მართავენ ამ დარგს. რამდენიც არ უნდა ჩავასხათ თანხა და ჯერ ერთი აბსურდია და პირადად მე ვერ ვიგებ, რატომ უნდა ჩაასხას თანხა სახელმწიფომ, ბიუჯეტი რატომ უნდა აფინანსებდეს კერძო კლუბებს, ეს არის პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი.

211 მილიონი ლარი არის დახარჯული ფეხბურთის განვითარების პროგრამის მიხედვით, თუ ვინმე მეტყვის, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს წარმატება ერთა ლიგაზე და შესაბამისად გუნდი შეიძლება მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე და აქამდე ასეთი რამე არ ყოფილა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არ არის ჩვენი დამსახურება, ეს არის უეფას დამსახურება, იქ ფორმატია გათამაშების შეცვლილი და ევროპის ჩემპიონატზე აქედან შეგვიძლია მოვხვდეთ.

საკლუბო ფეხბურთი ფაქტიურად გვაქვს ჩავარდნილი და ისეთ მდგომარეობაში, რომ ამაზე ქვემოთ არ ვიცი რა შეიძლება იყოს. კადრების შერჩება, ტრანსფერის განხორციელება პროფესიონალურად არის მნიშვნელოვანი, " - აღნიშნა სანდრო ცნობილაძემ.

მისივე თქმით, გეგმა რომ არსებობდეს განვითარების, ქართული ფეხბურთი "ამ დღეში არ იქნებოდა":

"რეალურად ჩვენ გვაქვს საქმე რასთან - ტოტალური პრობლემა არის არაკომპეტენტურობის. საფეხბურთო მენეჯმენტი ისწავლება, ეს უნდა ვისწავლოთ. ფული უნდა ჩავდოთ საფეხბურთო განათლებაში და ამას ექნება მერე შედეგი,"- განაცხადა სანდრო ცნობილაძემ.   

"დინამო თბილისის" ფეხბურთელებმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი ფარერების კუნძულის კლუბ "კლაკსვიკთან" 6-1-ით წააგეს. მატჩს გულშემატკივრების აღშფოთება მოჰყვა. 

დღის ამბები