29 ოქტომბერი 2020,   19:55
ვრცლად
დავით ფურცხვანიძე ჯერ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული არ არის, დაკავებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე - ადვოკატი

დავით ფურცხვანიძეს ჯერ მისი უფლებადამცველი არ შეხვედრია. გაგა სვანიძის თქმით, ჯერჯერობით, დავით ფურცხვანიძე ჯერ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული არაა და მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული.

"დაკავებულს, ჯერჯერობით, არ შევხვედრივარ. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, საქმის მასალებსაც ბუნებრივია, არ გავცნობივარ, ვინაიდან ჯერ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული არაა, დაკავებული არის მოსამართლის განჩინების საფუძველზე. როდესაც წაუყენებენ ბრალს, მას შემდეგ მოხდება საქმის მასალების გამოთხოვა და უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება შემდეგ, ასევე, როდესაც პირადად შევხვდები," - განაცხადა გიგა სვანიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დავით ფურცხვანიძე დააკავა

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. საქმე ეხება ე.წ სატელიტის ფოტოებს, რომლის საფუძველზეც მიხეილ რამიშვილი აცხადებდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, იმ ადგილზე სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიტანეს. პროკურატურის მტკიცებით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია. ფოტოები მიხეილ რამიშვილს "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა.

დღის ამბები