29 ოქტომბერი 2020,   20:58
ვრცლად
პანდემიის კრიზისის შემდეგ გლობალური ეკონომიკის აღდგენას შესაძლოა 5 წელი დასჭირდეს - მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი 

მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი კარმენ რიენჰარტი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ გლობალური ეკონომიკის აღდგენას შესაძლოა ხუთი წელი დასჭირდეს.

მსოფლიო ბანკში აცხადებენ, რომ პანდემიით გამოწვეული რეცესია ზოგიერთ ქვეყანაში სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი იქნება და კიდევ უფრო გააღრმავებს უთანასწორობას, რადგან კრიზისი უფრო მეტად ღარიბ სახელმწიფოებს დააზარალებს.

კარმენ რიენჰარტის პროგნოზით, კრიზისის შედეგად, ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველად, სიღარიბის გლობალური მაჩვენებელი გაიზრდება.

დღის ამბები