30 სექტემბერი 2020,   10:48
ვრცლად
ელისო კილაძემ შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა

ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ერთ საათიანი დაკითხვის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა.

"ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის ინფორმაციით, გამოძიება დაინტერესდა ზარით, რომელიც კილაძის მობილურ ტელეფონზე თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის დღეს განხორციელდა.

ელისო კილაძის თქმით, მას დაუკავშირდა სოფიო ბოკუჩავა, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, კომპანია ZEG-ზე.

"შეკითხვები ეხებოდა სატელეფონო ზარს, რომელიც ჩემთან განხორციელდა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის დღეს. ზარის ავტორი დადგენილია, ეს გახლავთ მოქალაქე სოფო ბოკუჩავა, მოვუსმინეთ იმ ჩანაწერს, რომელიც ინახება ჩემ მობილურ ტელეფონში, სადაც მკაფიოდ საუბრობს კონკრეტულ პირზე, რომელმაც მას მოუყვა ამბავი, რას საქმიანობდა კომპანია ZEG-ი და ასევე ჩანაწერში დასახელებულია იმ პორნოსაიტების ელექტრონული მისამართები, რომელსაც ემსახურებოდა აღნიშნული პირი. 

არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს იმ კომპანიის თანამშრომელი, რადგან ბოკუჩავა ჩემთან საუბარში ამბობს, რომ ეს არის პირი, რომელიც მუშაობდა ZEG-ში, მაგრამ ვეღარ გაუძლო, აღარ მოუნდა უფრო სწორად მუშაობა და კომპანიიდან წამოვიდა,"- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ ელისო კილაძემ. 

დღის ამბები