29 სექტემბერი 2020,   18:44
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მხარეებმა თავიანთი შუამდგომლობები უნდა დააყენონ

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განახლდა. მხარეები თავიანთ შუამდგომლობებს დააყენებენ და მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შეწყდება თუ თუ არა სისხლის-სამართლის დევნა, თუმცა მანამდე მოსამართლე განჩინების სათათბირო ოთახში გამოსატანად უკვე გასულია და მან პასუხი უნდა გასცეს მხარეებს წინა სასამართლოს სხდომაზე დაყენებულ შუამდგომლობებთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ეხება. მათ შორის, საუბარია გურამ ამირხანაშვილისა და ვახო ახვლედიანის იმ ჩვენებებზე, რომლებიც საქმეში დევს. ეს გახლავთ ამირხანაშვილის 4 და ვახო ახვლედიანის 3 ჩვენება.

"ის, რომ მისდევდნენ „ტოიტა ქამრის“ მგზავრები იმ პირებს, ეს არ წარმოადგენს არანაირი სახის დანაშაულს და აქ არანაირი სახის დანაშაული არ იკვეთება თუ ვინმე ვინმეს მისდევს. ის თუ ის არ ნახეს, მას არ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ის არ სცემეს - ეს არ წარმოადგენს დანაშაულს და ეს არ წარმოადგენს კანონდარღვევას. იქ იყო 6 პირი, ვის რა მოტივი ამოძრავებდა, მე ყველას მაგივრად მე ვერ ვისაუბრებ. ამაზე ზ.ხ. იტყვის, როდესაც ჩვენებას მისცემს სასამართლოში, ის აუცილებლად იტყვის და განმარტავს მის გაკიდების მიზანს," – აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური.

არასრულწლოვან ნ. ქ.-ს ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნ.ქ. თანამშრომლობს გამოძიებასთან და მას არა აქვს სურვილი მე მისი ჩვენებები ასე საჯაროდ განვაცხადო. არ აღიარებს, წარდგენილ ბრალდებაში იგი უდანაშაულოა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის," – აცხადებს არასრულწლოვან ნ. ქ.-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი.

გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ თუ მტკიცებულებები კანონის დაცვით არის მოპოვებული დაცვის მხარეს აქვს უფლება ისინი სასამართლოში წარადგინოს.

"დაცვის მხარეს აქვს უფლება წარადგინოს სასამართლოში თავისი მტკიცებულებები თუ ისინი არის კანონის დაცვით მოპოვებული. მტკიცებულებებია ძირითადად მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საქმის გადაწყვეტისათვის, თუმცა დაწვრილებით ალბათ თვითონ მოგახსენებენ. ჩემზე კარგად რა თქმა უნდა თვითონ იციან რა მტკიცებულებები წარადგინეს," – განაცხადა გიორგი მერაბიშვილის ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ.

ამასთანავე ადვოკატები ითხოვენ, რომ საქმეში დარჩეს ის ვიდეო მასალები და მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ამოღებას პროკურატურა ითხოვს.

"გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ვიდეოჩანაწერები, იმ მტკიცებულებებზეა საუბარი, რომელიც დაცვის მხარის აზრით, არის რელევანტური მოცემული სისხლის სამართლისათვის. რომელიმე კონკრეტულ დღეზე არ არის საუბარი, ეს არის 18-ში ღამე ამოღებული ვიდეოები და მას შემდეგ კიდევ მოპოვებული ვიდეო მასალები, რომლის რელევანტურობის გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს მათ გამოკვლევას არსებითი სხდომის განმავლობაში," - განმარტა არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

დღის ამბები