28 სექტემბერი 2020,   07:14
ვრცლად
3 ინფიცირებულის წყაროს დასადგენად კვლევა გრძელდება - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, 15 ახალი შემთხვევიდან 4-ის დადასტურებული წყარო არის გაჩიანი, 3 პაციენტი არის შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი ავტომობილის მძღოლი, ერთი არის სამედიცინო პერსონალი, 4-ის წყარო არის კონტაქტები და 3-ზე გრძელდება კვლევა წყაროს დასადგენად.

მარინა ეზუგბაიას თქმით, აგვისტოს თვეში ივლისის თვისგან განსხვავებით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა აჭარბებს ინფიცირებულების რაოდენობას. ამ ეტაპზე, სატვირთო ავტომობილების მძღოლების ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 103-ია, მათ შორის, 66 არის ივლისის თვეშია დადასტურებული.

"არსებული მონაცემები მნიშვნელოვანი რყევების საფუძველს არ გვაძლევს, მოსალოდნელი იყო იმიტომ რომ კოვიდი არ მიდის არსად, იმისთვის რომ ეს მონაცემები არ იყოს დიდი, საჭიროა რეგულაციების შესრულება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციურ საავადმყოფოსი 40 ინფიცირებული პაციენტია, კლინიკაში გუშინ გვიან ღამით შევიდა 5 პაციენტი, მათ შორის, 3 გაჩიანის წყაროდან, 1შემოტანილი და 1 საკარანტინო სივრციდან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დღის ამბები