01 ოქტომბერი 2020,   15:35
ვრცლად
ინფექციონისტები საზოგადოებას ვირუსული გრიპის იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ

ინფექციონისტები კორონავირუსის მეორე ტალღის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. პრევენციისთვის კი, პირველ რიგში სპეციალისტების ნაწილი ჩვეულებრივი ვირუსული გრიპის იმუნიზაციას ასახელებს.

ექიმების ვარაუდით, თუ მეორე ტალღა ვირუსულ პერიოდს დაემთხვა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდება.

ამ ეტაპზე კი უცვლელი რჩება რეკომენდაციები - დისტანციის, ჰიგიენის დაცვა და პირბადის გამოყენება.

როგორც ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, შესაძლოა კოვიდის ხელახალი გააქტიურება ტრადიციულ ვირუსულ პერიოდს დაემთხვეს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

დღის ამბები