14 აგვისტო 2020,   11:37
ვრცლად
24 წლის მეკო ჩიტიშვილის დასახმარებლად ანსამბლმა "ბასიანი" საქველმოქმედო ონლაინ კონცერტი გამართა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ათონის დარბაზის ინიციატივით პანდემიის შემდეგ ანსამბლმა "ბასიანი" პირველი საქველმოქმედო ონლაინ კონცერტი მეკოს სიცოცხლის გადასარჩენად გამართა. 24 წლის მეკო ჩიტიშვილს ერთი თვის წინ ოსტეოსარკომა დაუდგინდა.

კონცერტზე შემოსული თანხა მეკოს ანგარიშზე ჩაირიცხება, რომელსაც გადაუდებელი მკურნალობა და საზღვარგარეთ გამგზავრება ესაჭიროება.

"მეკო ჩიტიშვილს სჭირდება მხარდაჭერა. მისმა მეგობრებმა რაღაც გარკვეული თანხა შეაგროვეს და დღეს ჩვენ მივიღეთ ამ პროცესში მონაწილეობა. ძალიან გაგვიხარდება თუ მას ჩვენი კონცერტით რამეში დავეხმარებით. ჩვენთვის ძალიან ემოციური დღე იყო," - განაცხადა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორიმა და ანსამბლ "ბასიანის" სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ.

დღის ამბები