ღვინის ინდუსტრიაში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, მცირე მარნების წარმომადგენლებთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს.
მარნების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის პოპულარიზაციის ალტერნატიული გზების საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება. მინისტრის მოადგილემ მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და შეღავათების შესახებ ესაუბრა.