03 ნოემბერი 2026,   08:29
ვრცლად
"აწარმოე საქართველოში" კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მონაწილეობისთვის კონტრაქტზე ხელმოწერა დაიწყო

"აწარმოე საქართველოში" კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის საკრედიტო - საგარანტიო სქემაში მონაწილეობისთვის კონტრაქტზე ხელმოწერა დაიწყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მტკიცებით, გათვალისწინებულია 330 მლნ ლარის გამოყოფა, რომლის მეშვეობითაც 2 მილიარდ 1 მილიონ ლარზე მეტი საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდება.

ნათია თურნავას განცხადებით, საკრედიტო გარანტიის გაცემა თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ნაცვლად, 90%-ის ოდენობით მოხდება.

ამასთანავე, 30%-ის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში. მეწარმეს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 5 მილიონი ლარის მოცულობის სესხის აღება.

დღის ამბები