03 ნოემბერი 2026,   13:26
ვრცლად
შიდა ტურიზმზე მაგრად უნდა ვიმუშაოთ, მოდით მოვიაროთ მთელი საქართველო - პრემიერი

"მოდით, მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც ისტორიულადაც იმსახურებს და ვალდებულებიც ვართ ვნახოთ,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფერმერებთან შეხვედრისას.

პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოს ფარგლებში იმოგზაურონ და ხელი შიდა ტურიზმს შეუწყონ.

"რა თქმა უნდა, შიდა ტურიზმი - მაგრად უნდა ვიმუშაოთ. 15 ივნისიდან ეს ყველაფერი გაიხსნება და პირველ რიგში, ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში. იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, ხანდახან სირცხვილია. მოდით, მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც ისტორიულადაც იმსახურებს და ვალდებულნიც ვართ, ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებს ვანახოთ და უკეთესად მოვემზადოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად დავხვდეთ უცხოელ სტუმრებს,"- განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები