09 ივლისი 2020,   18:42
ვრცლად
მე-7 დღეა აჭარის მთავარ პროკურატურასთან ე.წ კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები შიმშილობენ

შიმშილობის მე-7 დღე აჭარის მთავარ პროკურატურასთან - ე.წ კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები შიმშილობას აგრძელებენ. ისინი მინდია ლავასოღლის თურქეთის საპატიმროდან საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ.

აქციის 17 მონაწილე შიმშილობს, მათგან 6 პირს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. ლავასოღლის ოჯახის წევრების თქმით, ხვალ 13:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აქვთ შეხვედრა ჩანიშნული. თუ მათი ოჯახის წევრის ექსტრადირებასთან დაკავშირებული პროცედურები არ დაიწყება და კონკრეტულ პასუხს ვერ მიიღებენ, ისინი მშრალ შიმშილობაზე გადასვლით იმუქრებიან.

დღის ამბები