გორის შესასვლელ-გამოსასვლელთან განლაგებულ საგუშაგოზე კონტროლი გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ძალები, რომლებიც ავტო-სატრანსპორტო საშუალებებს ამოწმებენ და დეზინფექციას უტარებენ. დარღვევით მოძრავ მძღოლებს კი მითითებას აძლევენ და თერმოსკრინინგისთვის ადგილზე მოწყობილ საველე ლაზარეთში გადაყავთ.
ამ დროისთვის გორთან არსებულ ხუთივე საგუშაგოზე ვითარება სტაბილურია.