01 დეკემბერი 2020,   22:32
ვრცლად
თელავის ოთხივე შესასვლელში სამხედრო მოსამსახურეეებმა საველე კარვები გაშალეს

თელავის ოთხივე შესასვლელში სამხედრო მოსამსახურეეებმა საველე კარვები გაშალეს.

ეროვნული გვარდიის მე- 20 კადრირებული ბრიგადის სამხედროებმა და პოლიციამ შუამთის ტერიტორიაზე საჭირო ინვენტარის დამონტაჟება უკვე დაასრულეს და მგზავრთა შემოწმება დაიწყო. აქვე განთავსებულია პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტი, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ.

პოლიცია შემომსვლელ და გამსვლელ მანქანებს მგზავრთა რაოდენობაზე და რეკომენდაციების დაცვაზე ამოწმებს.

ამ ეტაპზე არცერთ შემოწმებულ მგზავრს ტემპერატურა არ დაფიქსირებია. კომენდატის საათის დადგომამდე თელავის მასშტაბით ყველა ბლოკ-პოსტი ფუნქციონირებას დაიწყებს.

დღის ამბები