01 დეკემბერი 2020,   23:05
ვრცლად
9 დღის ახალშობილის დედას კორონავირუსი ამ ეტაპზე არ დაუდგინდა - ლევან რატიანი 

ვირუსის სიმპტომებით მარნეულიდან გადმოყვანილი 9 დღის ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ახალშობილის დედას COVID 19-ის ინფექცია, ჯერ ჯერობით, არ დაუდგინდა.

"რაც შეეხება ახალშობილს - გუშინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა ისევ რჩება კრიტიკული. ამ მხრივ, პარამეტრები სტაბილურია, ოქსიგენაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას, ვინაიდან დაავადება შეიძლება გართულდეს ნებისმიერ დროს. რაც შეეხება დედას, მისი ინფიცირება დადასტურებული, ჯერჯერობით, არ არის,"-განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანის ინფორმაციით, COVID 19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და ის მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. 

"იცით, რომ რეანიმაციურ განყოფილებაში გვყავდა კრიტიკული პაციენტი, 62 წლის ქალბატონი. ასევე, 11 პაციენტი გვყავდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და გადავიყვანეთ რეანიმაციურ განყოფილებაში. პაციენტი სუნთქვის უკმარისობის გამო გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, ანუ, ამ ეტაპზე, გვყავს 2 კრიტიკული პაციენტი,"- განაცხადა ლევან რატიანმა.

დღის ამბები