04 დეკემბერი 2020,   21:48
ვრცლად
62 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც დღეს მარნეულში კორონავირუსი დაუდასტურდა, მძიმეა

"კურიერის" ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა, რომელსაც დღეს მარნეულში COVID-19 დაუდასტურდა, განსაკუთრებით მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, რის გამოც პაციენტის თბილისში ტრანსპორტირება გახდა საჭირო. 

ასევე, მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი ინფიცირებული ქალის დაც, რომლის ბიოლოგიური მასალის შესწავლა უკვე დაწყებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ინფიცირებულს დაავადება შემოსული კლასტერისგან გადაედო რომელიც ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფება. 

ინფიცირებული ქალის კონტაქტების სია კი საკმაოდ დიდია და შესწავლას საჭიროებს, რამდენად მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ დაავადებულთან.  მათი შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი მათგანის ჰოსპიტალიზაცია და იზოლაცია გახდება საჭირო.

დღის ამბები